კარიმ ისტორიული რეკორდი დაამხო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა. "გოლდენ სტეიტ უორიორსი" "ნიუ იორკ ნიქსს" ესტუმრა და 105:96 დაამარცხა.

"ოქროსშტატელების" ვარსკვლავმა სტეფ კარიმ ჩაგდებული სამქულიანების რაოდენობით რეი ალენს გადაასწრო და 1-ელ ადგილზე გადავიდა.

გთავაზობთ ხუთეულს:
  1. სტეფ კარი - 2977

  2. რეი ალენი - 2973

  3. რეჯი მილერი - 2560

  4. ჯეიმს ჰარდენი - 2509

  5. კაილ კორვერი - 2450

რაც შეეეხება "ოქროს ბიჭუნას" დღევანდელ სტატისტიკურ მონაგარს, სტეფმა გუნდს 22 ქულა (5/14 სამქულიანი), 3 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება შესძინა.

"ნიქსის" მხრიდან ჯიულიუს რენდლიმ თავი
31 ქულით, 7 მოხსნით, 3 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.

ამრიგად, "გოლდენ სტეიტი" 23 მოგებითა და 5 წაგებით ლიგის საუკეთესო შედეგს აფიქსირებს, მომდევნო შეხვედრას კი 18 დეკემბერს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ნიქსი" 12 გამარჯვებითა და 16 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი 17 დეკემბერს, "ჰიუსტონ როკეტსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
კარიერის დასრულებამდე,სავარაუდოდ 4000 სამქულიანს თუ ვერ გადასცდება,ძალიან მაინც მიუახლოვდება
სოსო
16:17 15-12-2021
0

სიახლეები პოპულარული