ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსმა" "ინდიანა პეისერსს" უმასპინძლა და 114:99 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე 16 წუთი გაატარა, რა დროშიც 3 ქულა (1/4), 4 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.
საუკეთესო ჯრუ ჰოლიდეი გახლდათ, რომელმაც თავი 26 ქულით, 4 მოხსნით, 14 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ბობი პორტისმა და პეტ კონაუტონმა გუნდს თანაბარი, 20-20 ქულა შესძინეს.
"ინდიანას" მხრიდან დომანტას საბონისმა 16 ქულა, 14 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.
მაილის ტერნერმა აქტივში 13 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 5 დაფარება ჩაიწერა.
ამრიგად, "ბაქსი" 19 გამარჯვებითა და 11 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილს იკავებს, მომდევნო შეხვედრას კი 18 დეკემბერს, "ნიუ ორლეანს პელიკანსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ინდიანა" 12 მოგებითა და 18 წაგებით იმავე აღმოსავლეთში მე-13 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგ ტურში (17 დეკემბერს) კი "დეტროიტ პისტონსს" შეხვდება.