ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.
"ბრუკლინ ნეტსი" "ინდიანა პეისერსს" ესტუმრა და 129:121 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან გოგა ბითაძე მოედანზე არ გამოსულა.
საუკეთესო დომანტას საბონისი გახლდათ, რომელმაც თავი 32 ქულით, 12 მოხსნითა და 10 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ლენს სტივენსონმა თავი 30 ქულით, 3 მოხსნითა და 5 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა. ლენსი "პეისერსის" ისტორიაში პირველი კალათბურთელი გახდა, რომელმაც პირველ მეოთხედში 20 ქულა ჩააგდო, აქამდე მსგავსი შედეგი არც ერთ ინდიანაპოლისელ კალათბურთელს არ ჩაუგდია.
რაც შეეხება "ნეტსს", 2021 წლის 13 ივნისის შემდეგ პირველად მოედანს კაირი ირვინგი დაუბრუნდა, რომელმაც გუნდს 22 ქულა, 3 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 3 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
კევინ დურანტმა 39 ქულა, 8 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
ჯეიმს ჰარდენმა აქტივში 18 ქულა, 5 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა ჩაიწერა.
ამრიგად, "ინდიანა" 14 გამარჯვებითა და 25 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვერას 9 იანვარს, "იუტა ჯაზის" წინააღდეგ გამართავს.
"ბრუკლინი" 24 მოგებითა და 12 მარცხით იმავე აღმოსავლეთში მე-2 პოზიციას იკავებს, შემდეგი ტურის მატჩს კი 8 იანვარს, "მილუოკი ბაქსის" პირისპირ ჩაატარებს.