ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "მემფის გრიზლის" უმასპინძლა. შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 127:119 დასრულდა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა 35 ქულა, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ამ მაჩვენებლის შემდეგ ლებრონმა ასისტების რაოდენობით ელვინ რობერტსონი (2112) ჩამოიტოვა და მე-10 ადგილზე გადავიდა, ლეგენდარულ კალათბურთელს კარიერაში 2113 ასისტი დაუგროვდა. პირველ ადგილზე 3 265 შედეგიანი გადაცემით ჯონ სტოქტონი იმყოფება.
ოსტინ რივსმა და უეინ ელინგტონმა თანაბარი, 16-16 ქულა ჩააგდეს.
"გრიზლის" მხრიდან ჯა მორანტმა გუნდს 16 ქულა, 5 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ "საუკეთესო ახალგაზრდამ" პირველ ტაიმში გამთამაშებლებს შორის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დაფარება შემოგვთავაზა.
ჯარენ ჯექსონ ჯუნიორმა თავი 21 ქულით, 12 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემით, 1-იც ჩაჭრითა და 6 დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, "ლეიკერსი" 21 მოგებითა და 20 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 13 იანვარს, "საკრამენტო კინგსის" წინააღმდეგ გამართავს.
"მემფისი" 28 გამარჯვებითა და 14 წაგებით იმავე დასავლეთში მე-4 პოზიციაზე იმყოფება, შემდეგი ტურის მატჩს კი ხვალ, 12 იანვარს, "გოლდენ სტეიტ უორიორსის" პირისპირ ჩაატარებს.