გოგა მსაჯმა მოედნიდან გააძევა, არადა ერთ-ერთი საუკეთესო იყო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ინდიანა პეისერსი" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" ესტუმრა და 121:117 დაამარცხა.

"პეისერსის" შემადგენლობაში გოგა ბითაძემ, როგორც იქნა, სოლიდური დრო მიიღო და თავიც წარმოაჩინა. ქართველმა კალათბურთელმა თავი 13 ქულით (5/12), 9 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა. სამწუხაროდ, მე-4 მეოთხედში გოგამ კალათის დაცვა ვერ მოახერხა და "ოქროსშტატელების" ერთ-ერთმა კალათბურთელმა ძალისმიერად ჩატენა, რა დროსაც ჩვენებურს ცინიკური სახით გახედა, გოგამ კი ნერვების მოთოკვა ვერ მოახერხა, ამ მომენტის გამო კი არბიტრმა ბითაძე მოედნიდან გააძევა; არადა, მშვენიერი შანსი იყო ჩვენებურს 20-ზე მეტი
ქულა ჩაეგდო და თუნდაც სამმაგ დუბლს "წათამაშებოდა".

სტუმართა მხრიდან საუკეთესო კრის დუარტე გახლდათ, რომელმაც 27 ქულა (10/16), 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა დააგროვა.

"გოლდენ სტეიტის" შემადგენლობიდან სტეფ კარიმ 39 ქულა, 5 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

კევინ ლუნიმ მსუყე ორმაგი დუბლი შეასრულა. ამერიკელმა კალათბურთელმა გუნდს 13 ქულა (5/6), 15 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა შესძინა.

ამრიგად, "ინდიანა" 16 მოგებითა და 29 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 23 იანვარს, "ფინიქს სანსის" წინააღმდეგ გამართავს.

"უორიორსი" 32 გამარჯვებითა და 12 მარცხით დასავლეთში მე-2 ადგილს იკავებს, შემდეგ მატჩს კი 22 იანვარს, "ჰოუსტონ როკეტსის" პირისპირ ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან მომწონს გოგა, მაგრამ ასეთი ქაჯობები ახასიათებს, რაც უპატიებელია. ასეთ შანსებს იშვიათად ღებულობენ ბითაძეზე უკეთესი მოთამაშეებიც კი და როცა ამას გაანიავებ პრობლემაზე მიუთითებს. ასეთი შანსი შეიძლება იყოს კარიერის განმსაზღვრელი. ამდენს უნდა აცნობიერებდეს მოთამაშე, რომელიც უკვე მესამე წელია ნბა-შია (მგონი არ ვცდები და მესამეა).
odala
21 იანვარი 2022 14:30
5
რა დიადიც არ უნდა იყოს სტეფ კარი, ფაქტია მაგრად მიასტეპლერა ფარზე, საღოლ გოგა, პირველად იყო სასტარტოში და ძლივს არ მოიგო ინდიანამ?!
21 იანვარი 2022 12:44
3
ბევრად დაბალმა კი გადაატენა თავზე
gio
21 იანვარი 2022 11:48
17
დასანანია, დიდი შესაძლებლობა გაანიავა ხელიდან. ჯერ პირველი ტექნიკური რა იყო საერთოდ და მითუმეტეს ზღვარზე ხარ, რა ეგო ჩაირთო?
მთავარია ისწავლოს ამ შემთხვევისგან, ცხელი თავით თამაშობს ძალიან.
ყოჩაღი ოლეგი
21 იანვარი 2022 11:31
1
ძალიან კარგი! ყველამ უნდა იცოდეს რომ მოედანზე ლომია და არა ბიჭუნა! მოკრძალებით უნდა იყვნენ ქართველ გიგანტთან!
aburjga
21 იანვარი 2022 11:21
14
დავითი ვინ დარჩა მოგებული და მოიგო ინდიანამ. ასე რომ ნამეტანი ბრძნულად ნუ მსჯელობ(თ) ბევრს აქ
Brooklyn
23 იანვარი 2022 04:16
1
ნეტაი შენა რა ჩემო ლიუმო :DDD
kaxa
22 იანვარი 2022 00:42
0
ყველა გამოხმაურება
რაღაც უთხრა ალბათ, მაგრამ რაც არ უნდა ეთქვა, თუ ცინიკურად გამოეხედა, მაინც შენი თამაში უნდა ითამაშო და წარმატებული თამაშით გადაუხადო სამაგიერო. იმედია ასეთ საკითხებს გოგა აწი ირონიულად შეხედავს
კოკო
21 იანვარი 2022 11:17
1
შანსს იშვიათად აძლევევენ და რა დროს ცინიკურ გამოხედვაზე გამოკიდებაა
...
21 იანვარი 2022 10:38
4

სიახლეები პოპულარული