იანისი ვერავინ შეაჩერა - ბერძენის 44 ქულა "ლეიკერსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მილუოკი ბაქსი" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" ესტუმრა და 131:116 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 27 ქულა, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ენტონი დევისმა აქტივში 22 ქულა (8/10), 9 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 3 დაფარება ჩაიწერა.

"მილუოკის" მხრიდან სანდრო მამუკელაშვილმა მოედანზე რამდენიმე წამი გაატარა.

იანის ანტეტოკუნმპომ თავი 44 ქულით (17/20), 14 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 1 ჩაჭრითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

ჯრუ ჰოლიდეიმ
15 ქულა, 7 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "ლეიკერსი" 26 გამარჯვებითა და 29 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილზე იმყოფება. შემდეგ მატჩს 10 თებერვალს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

"ბაქსი" 35 მოგებითა და 21 მარცხით აღმოსავლეთში მე-2 პოზიციას იკავებს. მომდევნო შეხვედრას 11 თებერვალს, "ფინიქს სანსის" პირისპირ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბუთაძე მაგის თამაშებს არ უყურებს? თუ ისევ პოპკორნების ჩაყრითაა დაკავებული?
დდდ
13:30 09-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული