ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "მემფის გრიზლმა" "სან ანტონიო სპურსს" უმასპინძლა და 118:105 დაამარცხა.
მასპინძელთა მხრიდან ჯა მორანტმა კარიერის საუკეთესო შედეგი შემოგვთავაზა, "საუკეთესო ახალგაზრდამ" 52 ქულა (22/30), 7 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. გამოსარჩევია 22 წლის კალათბურთელის ულამაზესი ჩატენვა და სირენასთან ერთად ჩაგდებული ბურთი.
"სპურსის" შემადგენლობიდან დეჟანტე მარიმ თავი 21 ქულით, 3 მოხსნით, 8 შედეგიანი გადაცემით, 3 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
ამრიგად, "გრიზლი" 43 მოგებითა და 20 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილზე იმყოფება. მომდევნო შეხვედრას 4 მარტს, "ბოსტონ სელტიკსის" წინააღმდეგ ჩაატარებს.
"სან ანტონიო" 24 გამარჯვებითა და 38 მარცხით იმავე დასავლეთში მე-12 პოზიციას იკავებს, შემდეგ მატჩს კი 4 მარტს, "საკრამენტო კინგსის" პირისპირ გამართავს.