ჯა მორანტის ჯადოსნური საღამო და დამარცხებული "გოლდენ სტეიტი" [VIDEO]

AutoSharing Option
NBA-ს პლეი-ოფში კონფერენციის ნახევარფინალური ეტაპის 2 შეხვედრა გაიმართა.

"მემფის გრიზლმა" "გოლდენ სტეიტ უორიორსს" უმასპინძლა და 106:101 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯა მორანტმა თავი 47 ქულით, 8 მოხსნით, ამდენივე შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

სტუმართა მხრიდან სტეფ კარიმ 27 ქულა, 9 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.

ჯორდან პულმა აქტივში 20 ქულა, 3 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა. შემდეგი 2 შეხვედრა (5 და 8 მაისს) სან-ფრანცისკოში ჩატარდება.

"ბოსტონ სელტიკსმა" "მილუოკი ბაქსს" უმასპინძლა და 109:86 დაამარცხა.

ჩავარდნილი პირველი მატჩის შემდეგ ჯეილინ ბრაუნმა და ჯეისონ ტეიტუმმა ჯამში 59 ქულა დააგროვეს.

"კელტების" ლიდერებს მხარი გრანტ უილიამსმა აუბა, რომელმაც თავი 21 ქულით, 5 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

მოქმედი ჩემპიონების შემადგენლობიდან იანის ანტეტოკუნმპომ გუნდს 28 ქულა, 9 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და ამდენივე დაფარება შესძინა.

ამრიგად, ანგარიში გათანაბრდა (1:1), სერია მილუოკიში გადაინაცვლებს და მომდევნო 2 მატჩი (7 და 10 მაისს) "ირმების" მოედანზე გაიმართება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული