"დალასმა" მოიგო, ლუკა სამმაგს წაეთამაშა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში პლეი-ოფის მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"დალას მავერიკსმა" "ფინიქს სანსს" უმასპინძლა და 111:101 დაამარცხა.

მასპინძელთა მხრიდან ლუკა დონჩიჩმა გუნდს 26 ქულა, 7 მოხსნა, 11 შედეგიანი გადაცემა და 3 ჩაჭრა შესძინა.

ფინი სმიტმა თავი 24 ქულით (8/12 სამქულიანი), 8 მოხსნით, 1 შედეგიანი გადაცემითა და ამდენივე ჩაჭრით გამოიჩინა.

"სანსის" მხრიდან დევინ ბუკერმა 35 ქულა, 4 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება მიითვალა.

ამრიგად, სერიაში ანგარიში 2:2 გახდა. მომდევნო შეხვედრა ფენიქსში 11 მაისს ჩატარდება.

სხვა მატჩი:

"ფილადელფია" - "მაიამი ჰიტი" -
116:108 (სერიაში ანგარიში 2:2)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული