"ბოსტონმა" "მაიამი" გაანადგურა - ფლორიდელებს მოედანზე არაფერი გამოუვიდათ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "ბოსტონ სელტიკსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და 102:82 დაამარცხა. მასპინძლებმა დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშეს, რაც გაშვებულ 82 ქულაშიც აისახა. აღსანიშნავია გუნდური 11 დაფარებაც.

რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკურ მონაგარს, ჯეისონ ტეიტუმმა თავი 31 ქულით, 8 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.

ალ ჰორფორდმა 5 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება დააგროვა.

"ჰიტის" შემადგენლობიდან ვიქტორ ოლადიპომ 23 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ჩააგდეს მატჩი ჯიმი ბატლერმა (6 ქულა) და კაილ ლოურიმ (3
ქულა). სავარაუდოდ, ფლორიდელების ასეთი მარცხიც ამან გამოიწვია.

ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა (2:2). მომდევნო შეხვედრა მაიამიში 26 მაისს გაიმართება.

რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, დასავლეთ კონფერენციის ფინალში "გოლდენ სტეიტი" "დალას მავერიკსს" 3:0-ს ამარცხებს. ხვალ გამთენიისას მეოთხე მატჩი ჩატარდება. თუ სანფრანცისკოელები ხვალაც გაიმარჯვებენ, სუპერფინალის საგზურსაც დაიმსახურებენ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული