NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში "ბოსტონ სელტიკსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და 102:82 დაამარცხა. მასპინძლებმა დაცვაში ბრწყინვალედ ითამაშეს, რაც გაშვებულ 82 ქულაშიც აისახა. აღსანიშნავია გუნდური 11 დაფარებაც.
რაც შეეხება უშუალოდ სტატისტიკურ მონაგარს, ჯეისონ ტეიტუმმა თავი 31 ქულით, 8 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 დაფარებით გამოიჩინა.
ალ ჰორფორდმა 5 ქულა, 13 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება დააგროვა.
"ჰიტის" შემადგენლობიდან ვიქტორ ოლადიპომ 23 ქულა, 4 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ჩააგდეს მატჩი ჯიმი ბატლერმა (6 ქულა) და კაილ ლოურიმ (3 ქულა). სავარაუდოდ, ფლორიდელების ასეთი მარცხიც ამან გამოიწვია.
ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა (2:2). მომდევნო შეხვედრა მაიამიში 26 მაისს გაიმართება.
რაც შეეხება მეორე დაპირისპირებას, დასავლეთ კონფერენციის ფინალში "გოლდენ სტეიტი" "დალას მავერიკსს" 3:0-ს ამარცხებს. ხვალ გამთენიისას მეოთხე მატჩი ჩატარდება. თუ სანფრანცისკოელები ხვალაც გაიმარჯვებენ, სუპერფინალის საგზურსაც დაიმსახურებენ.