სასწაული პირველი ხუთეული - ლიგის საუკეთესო გუნდი დასახელდა

AutoSharing Option
2021/22 წლების სეზონის 3 საუკეთესო გუნდი გამოვლინდა.

პირველ გუნდში მოხვდნენ: იანის ანტეტოკუნმპო ("მილუოკი ბაქსი"), ლუკა დონჩიჩი ("დალას მავერიკსი"), ნიკოლა იოკიჩი ("დენვერ ნაგეტსი"), დევინ ბუკერი ("ფინიქს სანსი") და ჯეისონ ტეიტუმი ("ბოსტონ სელტიკსი").

1954/55 წლების შემდეგ პირველად, ხუთივე კალათბურთელის ასაკი 27 წელზე ნაკლებია. ამასთან ერთად გეტყვით იმასაც, რომ იანისი გახდა ერთადერთი კალათბურთელი, რომელსაც მედიის ყველა წარმომადგენელმა მისცა ხმა.

მეორე გუნდში მოხვდნენ: ჯოელ ემბიდი ("ფილადელფია"), ჯა მორანტი (მემფის გრიზლი"), კევინ დურანტი ("ბრუკლინ ნეტსი"), სტეფ კარი ("გოლდენ სტეიტი") და დემარ დეროუზანი ("ჩიკაგო ბულზსი").

მესამე
გუნდში მოხვდნენ
: კარლ-ენტონი თაუნსი ("მინესოტა ტიმბერვულვზი"), ლებრონ ჯეიმსი ("ლოს ანჯელეს ლეიკერსი"), კრის პოლი ("ფინიქს სანსი"), ტრეი იანგი ("ატლანტა ჰოუქსი") და პასკალ სიაკამი ("ტორონტო რეპტორსი").

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 3 /
პირველი შემთხვევა როდესაც, პირველ ხუთეულში სამი ევროპელია.
გია-გივი
17:23 27-05-2022
0
სტეფ კარი, რომ პირველ 5-ში არ იქნება გავკარი იმ ხუთეულს.
4

სიახლეები პოპულარული