ტომპსონმა დონჩიჩს აჯობა - "გოლდენ სტეიტი" NBA-ს სუპერფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს დასავლეთ კონფერენციის ფინალში "გოლდენ სტეიტმა" "დალას მავერიქსი" 120:110 დაამარცხა და სუპერფინალის საგზური მოიპოვა.

მასპინძელთა მხრიდან გამორჩეული შეხვედრა ჰქონდა კლეი ტომპსონს. მან 32 ქულის მოპოვება მოახერხა.

"დალასის" ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა გუნდს 28 ქულა, 9 მოხსნა და 6 ასისტი მოუტანა, თუმცა მისი კარგი თამაში მატჩის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

ამრიგად, "ოქროსშტატელები" სუპერფინალში არიან და მეტოქეს ელოდებიან.

აღმოსავლეთის ფინალურ სერიაში " ბოსტონი" "მაიამის" 3:2-ს უგებს. მეექვსე შეხვედრა ხვალ გამთენიისას გაიმართება და თუ მატჩში "სელტიკსმა" გაიმარჯვა, ტიტულის მოსაპოვებლად "გოლდენ სტეიტს" სწორედ ბოსტონელები დაუპირისპირდებიან. 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული