NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის საფინალო მე-7 შეხვედრაში "ბოსტონ სელტიკსი" "მაიამი ჰიტს" ესტუმრა, 100:96 დაამარცხა და 12 წლის შემდეგ პირველად, სუპერფინალის საგზური მოიპოვა.
"კელტების" შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა 26 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. ჯეისონი ლარი ბერდის სახელობის ჯილდოთი დასაჩუქრდა, შეგახსენებთ, ლეგენდარული ბოსტონელის სახელობის ტიტული წელს დამკვიდრდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალების საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა.
ჯეილინ ბრაუნმა და მარკუს სმარტმა თანაბარი, 24-24 ქულა მიითვალეს.
მასპინძელთა მხრიდან ჯიმი ბატლერმა გუნდს 35 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და ამდენივე ჩაჭრა შესძინა.
ბემ ადებაიომ თავი 25 ქულით, 11 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ამრიგად, "ბოსტონი" სუპერფინალში გავიდა, სადაც "გოლდენ სტეიტ უორიორსს" შეხვდება. პირველი მატჩი 3 ივნისსაა ჩანიშნული.