საოცარი სერია დასრულდა - "ბოსტონმა" "მაიამი" მე-7 შეხვედრაში დაამარცხა და სუპერფინალში გავიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს აღმოსავლეთ კონფერენციის საფინალო მე-7 შეხვედრაში "ბოსტონ სელტიკსი" "მაიამი ჰიტს" ესტუმრა, 100:96 დაამარცხა და 12 წლის შემდეგ პირველად, სუპერფინალის საგზური მოიპოვა.

"კელტების" შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა 26 ქულა, 10 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა. ჯეისონი ლარი ბერდის სახელობის ჯილდოთი დასაჩუქრდა, შეგახსენებთ, ლეგენდარული ბოსტონელის სახელობის ტიტული წელს დამკვიდრდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალების საუკეთესო კალათბურთელს გადაეცემა.

ჯეილინ ბრაუნმა და მარკუს სმარტმა თანაბარი, 24-24 ქულა მიითვალეს.

მასპინძელთა მხრიდან ჯიმი ბატლერმა გუნდს 35 ქულა, 9 მოხსნა, 1 შედეგიანი გადაცემა და
ამდენივე ჩაჭრა შესძინა.

ბემ ადებაიომ თავი 25 ქულით, 11 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, "ბოსტონი" სუპერფინალში გავიდა, სადაც "გოლდენ სტეიტ უორიორსს" შეხვდება. პირველი მატჩი 3 ივნისსაა ჩანიშნული.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული