სკანდალურად ცნობილ ამერიკელ ქალ კალათბურთელს რუსეთში 9-წლიანი პატიმრობა შეეფარდა - ამერიკული მხარე საკუთარ ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს იცავს

AutoSharing Option
ამერიკული ქალთა კალათბურთის ვარსკვლავს, ბრიტნი გრინერს, რუსეთის სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. გრინერი პოლიციამ მას შემდეგ დააკავა, რაც მოსკოვის აეროპორტში ნარკოტიკული ნივთიერება, კერძოდ, კანაფი აღმოუჩინეს.

ამერიკის შეერთებულ შტატებში განაცხადეს, რომ დაკავება უსაფუძვლო იყო, რუსულ მხარეს პატიმართა გაცვლაც შესთავაზეს, თუმცა წინადადება უარყოფილ იქნა და გრინერი სრული სიმკაცრით გასამართლდა.

"არანაირი განზრახვა არ მქონია, რომ რუსული კანონები დამერღვია. ეს არის შეცდომა, რომელიც გაუაზრებლად დავუშვი. იმედი მაქვს, აღნიშნული ზეგავლენას სასამართლოზე არ მოახდენს. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს გუნდელებს, გულშემატკივრებს, ჩემს ოჯახსა და საოცარ მეუღლეს" - განაცხადა
გრინერმა სასამართლოზე.

საქმე ისაა, რომ რუსეთის ფედერაცია ყველა სახის კანაფის შენახვას და მოხმარებას კრძალავს, მათ შორის, სამკურნალო სახისაც. უცნობია, როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები მის დასახსნელად ბრძოლას აგრძელებს. ბრიტნი საზოგადოებისთვის ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ კალათბურთის თამაშის, არამედ პირადი ცხოვრების გამოც გამხდარა. 2015 წელს ქალთა კალათბურთის ვარსკვლავ გლორი ჯონსონთან ქორწინებაში იმყოფებოდა. წყვილი 1 წელიწადში დაშორდა, 2019 წელს კი ცოლად ჩერელი გრინერი შეირთო, რომელიც მის სასამართლო პროცესებში აქტიურადაა ჩართული და მეორე ნახევარს გვერდში უდგას.

ბრიტნი გრინერი რუსულ გუნდ "ეკატერინბურგში" 2014 წლიდან გამოდის. იგი ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კალათბურთელია, "ყველა ვარსკვლავის" შეხვედრაში (8-ჯერ) 2014 წელს ჩემპიონი გახდა, საუკეთესო მექულე (ორჯერ), სეზონის საუკეთესო გუნდის წევრი (3-ჯერ); ოლიმპიური ოქრო (2), მსოფლიო ჩემპიონი (ორგზის).
მკითხველის კომენტარები / 6 /
რა გინდოდა რუსეთში!
Irakli
13:23 05-08-2022
4
კანაფზე თუ 9 წელი პუტინის 20 წლიანი დანაშაულებისთვის ალბათ 1000 სამუდამო პატიმრობა მიესჯება
ნოდო
14:49 05-08-2022
15

სიახლეები პოპულარული