"ლეიკერსმა" ამჯერად "მინესოტასთან" წააგო - კალიფორნიელები საშინლად იწყებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მორიგი შეხვედრები გაიმართა.

"მინესოტა ტიმბერვულვზმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 111:102 დაამარცხა.

მიყვეთ სტატისტიკურ მონაგარს, მასპინძელთა მხრიდან ენტონი ედვარდსმა თავი 29 ქულით, 4 მოხსნით, 2 შედეგიანი გადაცემითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.

ახალგაზრდა ვარსკვლავს მხარი რუდი გობერმა აუბა, რომელმაც 22 ქულა, 21 მოხსნა (8 მეტოქის ფარზე), 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

"ლეიკერსის" შემადგენლობიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 28 ქულა, 7 მოხსნა, 5 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა შესძინა.

რასელ უესტბრუქმა 18 ქულა, 8 მოხსნა, 3
შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭღა და 1-იც დაფარება მიითვალა.

ამრიგად, "მინესოტა" 4 მოგებითა და 2 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზეა, 31 ოქტომბერს "სან ანტონიო სპურსს" შეხვდება.

"ლეიკერსი" 0 გამარჯვებითა და 5 წაგებით იმავე დასავლეთში ბოლო, მე-15 პოზიციას იკავებს, 31 ოქტომბერს კი "დენვერ ნაგეტსს" დაუპირისპირდება. კალიფორნიული გუნდი საშინლად იწყებს.

აქვე გეტყვით, რომ თავიანთი შეხვედრები მოიგეს "ინდიანამ" და "მილუოკიმ", გოგამ მოედანზე 2 წუთი გაატარა, სანდრო - არ გამოჩენილა.

"ვაშინგტონი" - "ინდიანა" - 117:127

"მილუოკი" - "ნიუ იორკ ნიქსი" - 119:108
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული