"ლეიკერსმა" ურთულესი შეხვედრა ზღაპარში მოიგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" უმასპინძლა და 120:117 დაამარცხა. კალიფორნიელები ამ შეხვედრის წაგებასთან ახლოს იყვნენ, თუმცა ძირითადი დროის დასრულებამდე 1.04 წამით ადრედეისონ დენიელსმა ორივე საჯარიმო გააფუჭა, მეტ რაიანმა კი ურთულესი სამქულიანით შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა, სადაც საბოლოოდ, "ლეიკერსმა" გაიმარჯვა.

აქვე გაგაცნობთ რაიანის სტატისტიკას: 25 წლის კალათბურთელმა მოედანზე 18 წუთი დაჰყო, რა დროშიც 11 ქულა (3/9 სამქულიანი), 2 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

საუკეთესო მექულე ლუნი უოლკერი გახდა, რომელმაც აქტივში 28 ქულა (5/9 სამქულიანი), 3 მოხსნა, 1
შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება ჩაიწერა.

20 ქულა, 16 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება დააგროვა ენტონი დევისმა, ლებრონ ჯეიმსმა კი - 20 ქულა, 10 მოხსნა, 8 ასისტი და 2 დაფარება.

სათადარიგო სკამიდან დაწყებული მატჩების შემდეგ რასელ უესტბრუქი მშვენივრად გამოიყურება, დღევანდელ მატჩში თავი 13 ქულით, 7 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

სტუმართა მხრიდან ზაიონ უილიამსონმა გუნდს 27 ქულა, 5 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

სიჯეი მაკალუმმა 22 ქულა, 9 მოხსნა, 8 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 2 დაფარება დააგროვა.

ამრიგად, "ლეიკერსმა" ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო და ახლა 2 გამარჯვება და 5 მარცხი აქვს, რითაც დასავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილს იკავებს, შემდეგ შეხვედრას 5 ნოემბერს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ გამართავს.

"პელიკანსს" 4 მოგება და 3 წაგება აქვს, რითაც იმავე დასავლეთში მე-7 პოზიციაზეა, 5 ნოემბერს კი "გოლდენ სტეიტ უორიორსს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული