"კლივლენდმა" "ლეიკერსი" დაამარცხა - უესტბრუქის მონდომება საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "კლივლენდ კავალიერსს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 114:100 დასრულდა.

მასპინძელთა მხრიდან რასელ უესტბრუქმა 19 ქულა, 3 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. მოგეხსენებათ, ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული კალათბურთელის თამაშით გულშემატკივრები უკმაყოფილო იყვნენ, რამდენიმე მატჩის წინ კი შეხვედრაში ჩართვა სათადარიგო სკამიდან დაიწყო და მისმა თამაშმაც უმალ მოიმატა.

ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 27 ქულა, 7 მოხსნა და 4 შედეგიანი გადაცემა შესძინა.

ენტონი დევისმა 19 ქულა, 12 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება დააგროვა.

"კავალიერსის"
შემადგენლობიდან დონოვან მიტჩელმა 33 ქულა, 5 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 1-იც დაფარება მიითვალა.

დარიუს გარლანდმა თავი 24 ქულით, 4 მოხსნითა და 7 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

ამრიგად, კალიფორნიულ გუნდს ძალიან უჭირს, 2 მოგებითა და 7 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-14 პოზიციას იკავებს, მომდევნო მატჩს კი ხვალ, 8 ნოემბერს, "იუტა ჯაზის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

საპასუხოდ, "კლივლენდი" სეზონის სტარტზე შესანიშნავად გამოიყურება, 8 გამარჯვებითა და 1 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-2 ადგილზე იმყოფება, იმავე 8 ნოემბერს კი "ლოს ანჯელეს კლიპერსს" დაუპირისპირდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული