"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ტორონტო რეპტორსი" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსმა" "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა და 108:100 დაამარცხა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან კავაი ლეონარდმა თავი 24 ქულით, 12 მოხსნით, 4 შედეგიანი გადაცემითა და 3 ჩაჭრით გამოიჩინა.

პოლ ჯორჯმა გუნდს 23 ქულა, 2 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.

კანადელთა მხრიდან პასკალ სიაკამმა და სკოტი ბარნსმა თანაბარი, 20-20 ქულა მიითვალეს.

ამრიგად, "კლიპერსი" 35 მოგებითა და 33 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას 12 მარტს, "ნიუ იორკ ნიქსთან" გამართავს.

"რეპტორსი" 32 გამარჯვებითა და 35 მარცხით აღმოსავლეთში
მე-9 პოზიციაზე იმყოფება. მომდევნო მატჩს 11 მარტს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" ჩაატარებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული