ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში დასავლეთ კონფერენციაში პლეი-ინში "ოკლაჰომა სითი თანდერი" "ნიუ ორლეანს პელიკანსს" ესტუმრა და 123:118 დაამარცხა, რითაც მომდევნო ეტაპზე გავიდა და "მინესოტა ტიმბერვულვზს" შეხვდება.
რაც შეეხება სტატისტიკურ მონაგარს, "თანდერის" მხრიდან საუკეთესო ჯოშ გიდი გახლდათ, რომელმაც თავი 31 ქულით, 9 მოხსნით, 10 შედეგიანი გადაცემითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
შაი გილჯეს-ალექსანდერმა 32 ქულა, 5 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა, ამდენივე ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
ლუგენს დორტმა 27 ქულა, 5 მოხსნა (4 მეტოქის ფარზე), 1 შედეგიანი გადაცემა და 1-იც დაფარება დააგროვა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ბრენდონ ინგრამმა გუნდს 30 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება შესძინა.
როგორც უკვე გითხარით, "ოკლაჰომა" დასავლეთ კონფერენციაში საუკეთესო 8 გუნდში მოსახვედრად "ტიმბერვულვზს" 15 აპრილს, თბილისის დროით 05:30 საათზე შეხვდება, "პელიკანსისთვის" კი სეზონი ოფიციალურად დასრულებულია.