დასავლეთ კონფერენციის ნახევარფინალში პირველ მატჩში განცდილი მარცხის შემდეგ "გოლდენ სტეიტ უორიორსმა" "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" უმასპინძლა და 27 ქულიანი სხვაობით, 127:100 დაამარცხა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან კლეი ტომპსონმა 30 ქულა, 3 მოხსნა და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
სტეფ კარიმ 20 ქულა, 4 მოხსნა, 12 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
"ლეიკერსის" მხრიდან ლებრონ ჯეიმსმა გუნდს 23 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა შესძინა.
რუი ჰაშიმურამ თავი 21 ქულით, 5 მოხსნითა და 1 ჩაჭრით გამოიჩინა.
ამრიგად, სერიაში ანგარიში გათანაბრდა, მომდევნო 2 დაპირისპირება კი 7 და 9 მაისს, "ლეიკერსის" მოედანზე გაიმართება.
სხვა შეხვედრები:
"ფილადელფია" - "ბოსტონი" - სერიაში ანგარიშია 1:1
"ფინიქსი" - "დენვერი" - სერიაში ანგარიშია 0:2
"მაიამი" - "ნიუ იორკი" - სერიაში ანგარიშია 1:1