ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ფილადელფიამ" "ბოსტონ სელტიკსი" 116:115 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 2:2 გახადა.
მასპინძელთა მხრიდან ჯეიმს ჰარდენმა ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა, თანამედროვეობის ერთ-ერთმა საუკეთესო შემტევმა თავი 42 ქულით, 8 მოხსნით, 9 შედეგიანი გადაცემით, 4 ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
ჯოელ ემბიდმა (ლიგის მოქმედმა საუკეთესო კალათბურთელმა) 34 ქულა, 13 მოხსნა, 4 შედეგიანი გადაცემა და 1 ჩაჭრა დააგროვა.
"კელტების" შემადგენლობიდან ჯეისონ ტეიტუმმა გუნდს 24 ქულა, 18 მოხსნა, 6 შედეგიანი გადაცემა, 1 ჩაჭრა და 4 დაფარება შესძინა.
ჯეილინ ბრაუნმა 23, ხოლო მარკუს სმარტმა 21 ქულა ჩააგდო.
ამრიგად, სერია ბოსტონში გადაინაცვლებს და მე-5 შეხვედრა 10 მაისს, თბილისის დროით 03:30 საათზე გაიმართება.