ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში აღმოსავლეთ კონფერენციაში "ფილადელფიამ" "ბოსტონ სელტიკსი" სტუმრად 115:102 დაამარცხა და სერიაში 3:2 დაწინაურდა.
"ფილადელფიის" შემადგენლობიდან ჯოელ ემბიდმა გუნდს 33 ქულა, 7 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 დაფარება შესძინა.
ტაირის მაქსიმ 30 ქულა, 7 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
სამმაგი დუბლის ზღვარზე ითამაშა ჯეიმს ჰარდენმა, რომელმაც აქტივში 17 ქულა, 8 მოხსნა, 10 შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.
"სელტიკსის" მხრიდან ჯეისონ ტეიტუმმა თავი 36 ქულით, 10 მოხსნით, 5 შედეგიანი გადაცემითა და 2 ჩაჭრით გამოიჩინა.
ჯეილინ ბრაუნმა 24 ქულა,. 6 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.
ამრიგად, დოკ რივერსის შეგირდები სერიის დახურვასა და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გასვლას 12 მაისს, თბილისის დროით 03:30 საათზე შეეცდებიან.