ფლორიდელთა რიგებში საუკეთესო კვლავ ჯიმი ბატლერი გახდა, 33 წლის კალათბურთელმა 27 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.
ქეილებ მარტინმა საკუთარ გუნდს 25 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.
"კელტებიდან" ჯეისონ ტეიტუმმა 34 ქულა, 13 მოხსნა და 8 ასისტი მიითვალა.
"ბოსტონის" მეორე ლიდერმა ჯეილენ ბრაუნმა 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
ამრიგად, "მაიმი" სერიაში 2:0 იგებს, მომდევნო ორი მატჩი კი ფლორიდაში გაიმართება. გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა 22 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე შედგება.
ბატლერი შეუჩერებელია - "მაიმიმ" "ბოსტონთან" სერია მოგებით გახსნა [VIDEO]