ბატლერი გაჩერებას აღარ აპირებს - "მაიამიმ" "ბოსტონი" მეორე მატჩშიც დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მეორე მატჩში "ბოსტონ სელტიკსმა" "მაიამი ჰიტს" უმასპინძლა და 105:111 დამარცხდა.

ფლორიდელთა რიგებში საუკეთესო კვლავ ჯიმი ბატლერი გახდა, 33 წლის კალათბურთელმა 27 ქულა, 8 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი და 3 ჩაჭრა მიითვალა.

ქეილებ მარტინმა საკუთარ გუნდს 25 ქულა, 4 მოხსნა და 1 ჩაჭრა შესძინა.

"კელტებიდან" ჯეისონ ტეიტუმმა 34 ქულა, 13 მოხსნა და 8 ასისტი მიითვალა.

"ბოსტონის" მეორე ლიდერმა ჯეილენ ბრაუნმა 16 ქულა, 4 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.

ამრიგად, "მაიმი" სერიაში 2:0 იგებს, მომდევნო
ორი მატჩი კი ფლორიდაში გაიმართება. გუნდებს შორის მორიგი შეხვედრა 22 მაისს, თბილისის დროით 04:30 საათზე შედგება.

altბატლერი შეუჩერებელია - "მაიმიმ" "ბოსტონთან" სერია მოგებით გახსნა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული