სტუმართა მხრიდან გოგა ბითაძემ მოედანზე 4 წუთი გაატარა, რა დროშიც 1 ქულა (1/2 საჯარიმო), 1 მოხსნა (მეტოქის ფარზე) და 3 შედეგიანი გადაცემა დააგროვა.
საუკეთესო პაოლო ბანჩერო გახლდათ, რომელმაც თავი 15 ქულით გამოიჩინა, ფრანც ვაგნერმა - 14-ით.
კალიფორნიელების შემადგენლობიდან პოლ ჯორჯმა აქტივში 27 ქულა, 7 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 2 ჩაჭრა ჩაიწერა.
რასელ უესტბრუქმა გუნდს 18 ქულა, 6 მოხსნა, 7 შედეგიანი გადაცემა, 5 ჩაჭრა და 1 დაფარება შესძინა.
ამრიგად, "მეჯიქი" 2 მოგებითა და ამდენივე მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-3 ადგილს იკავებს. მომდევნო შეხვედრას 3 ნოემბერს, "იუტა ჯაზთან" ჩაატარებს.
"კლიპერსი" 3 გამარჯვებითა და 1 წაგებით დასავლეთში მე-6 პოზიციაზე იმყოფება, ხვალ, 2 ნოემბერს კი "ლოს ანჯელეს ლეიკერსს" დაუპირისპირდება.
"სან ანტონიომ" ბოლო 7 წამში 4 ქულა აიღო და "სანსი" დაამარცხა - სანდროს ისევ არ უთამაშია [VIDEO]