ბითაძის 22 წუთი და დრამატული მატჩი "ატლანტა ჰოუქსთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "ატლანტა ჰოუქსს" უმასპინძლა და 129:130 დამარცხდა.

"მეჯიქის" ქართველმა ცენტრმა გოგა ბითაძემ თამაში კვლავ სასტარტო ხუთეულში დაიწყო. 24 წლის კალათბურთელმა პარკეტზე 21:29 წუთი გაატარა, რა დროშიც 12 ქულა და 5 მოხსნა მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე სტუმართა გამთამაშებელი ტრეი იანგი გახდა. ლიგის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა 41 ქულა, 4 მოხსნა და 8 შედეგიანი პასი დააგროვა.

ამრიგად, "ორლანდო" 4 გამარჯვებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს. ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 12 ნოემბერს, "მილუოკი ბაქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ატლანტა ჰოუქსი" 5 მოგებითა და 3 მარცხით მე-4 ადგილზეა. ქუინ სნაიდერის გაწვრთნილი გუნდი 12 ნოემბერს, "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება.

altგოგა ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" დარჩა

altასე დაემშვიდობა "ინდიანა" გოგა ბითაძეს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან გამოასწორა თამაში.
მაგრამ ეტყობა მაინც არ ენდობიან გადამწყვეტ დროს არ ათამაშებენ
რას ვიზავთ უნდა დაამტკიცოს რომ ღირსია
სკილაჩი
11 ნოემბერი 2023 10:51
0
22 წუთში 12 ქულა და 5 მოხსნა არ არის ცუდი შედეგი!
aburjga
11 ნოემბერი 2023 09:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული