ლეონარდის 41 ქულა, ჯორჯის 6 ჩაჭრა და "კლიპერსის" გამარჯვება "იუტასთან" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსი" "იუტა ჯაზს" ესტუმრა და 117:103 დაამარცხა.

სტუმართა შემადგენლობიდან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც თავი 41 ქულით, 5 მოხსნით, ამდენივე ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.

პოლ ჯორჯმა აქტივში 20 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 6 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.

ივიცა ზუბაცმა 18 ქულა და 12 მოხსნა, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა 12 ქულა და 8 ასისტი დააგროვა.

მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯონ კოლინსმა გუნდს 20 ქულა შესძინა, კიონტე ჯორჯმა და ტალენ ჰორტონ ტაკერმა კი - 15-15.

"კლიპერსი"
11 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, კალიფორნიულ გუნდს ზედიზედ 3 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 12 დეკემბერს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსთან" გამართავს.

"ჯაზი" 7 მოგებითა და 15 წაგებით იმავე დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, 12 დეკემბერს კი "ოკლაჰომას" ესტუმრება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული