ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ლოს ანჯელეს კლიპერსი" "იუტა ჯაზს" ესტუმრა და 117:103 დაამარცხა.
სტუმართა შემადგენლობიდან საუკეთესო კავაი ლეონარდი გახლდათ, რომელმაც თავი 41 ქულით, 5 მოხსნით, ამდენივე ჩაჭრითა და 1 დაფარებით გამოიჩინა.
პოლ ჯორჯმა აქტივში 20 ქულა, 3 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა, 6 ჩაჭრა და 1 დაფარება ჩაიწერა.
ივიცა ზუბაცმა 18 ქულა და 12 მოხსნა, ხოლო ჯეიმს ჰარდენმა 12 ქულა და 8 ასისტი დააგროვა.
მასპინძელთა შემადგენლობიდან ჯონ კოლინსმა გუნდს 20 ქულა შესძინა, კიონტე ჯორჯმა და ტალენ ჰორტონ ტაკერმა კი - 15-15.
"კლიპერსი" 11 გამარჯვებითა და 10 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-9 ადგილს იკავებს, კალიფორნიულ გუნდს ზედიზედ 3 მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, მომდევნო შეხვედრას კი 12 დეკემბერს, "პორტლენდ ტრეილბლეიზერსთან" გამართავს.
"ჯაზი" 7 მოგებითა და 15 წაგებით იმავე დასავლეთში მე-12 პოზიციაზე იმყოფება, 12 დეკემბერს კი "ოკლაჰომას" ესტუმრება.