"მსგავსს ხშირად ვერ ნახავთ - იოკიჩის საოცარი ტყორცნა საკუთარი ნახევრიდან [VIDEO]
AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "დენვერ ნაგეთსმა" "საკრამენტო კინგსი" 132:123 დაამარცხა. კიდევ ერთი ფენომენალური მატჩი ჩაატარა "კოლორადოელების" ლიდერმა ნიკოლა იოკიჩმა. სერბმა კალათბურთელმა 37:23 წუთში 35 ქულა, 22 მოხსნა და 17 საგოლე პასი დააგროვა.
მესამე მეოთხედის ბოლო წამებზე იოკიჩმა ბურთი საკუთარი ნახევრიდან ზუსტად ტყორცნა.
"როგორც კი ვესროლე, ვიცოდი, რომ ჩავარდებოდა", - განაცხადა იოკიჩმა მატჩის შემდეგ.
"დენვერი" 28 მოგებითა და 16 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, "ნაგეთსი" მორიგ შეხვდდრას 26 იანვარს "მინესოტა ტიმბერვულვზის" წინააღმდეგ გამართავს.
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.