ოფიციალურად: ლუკა დონჩიჩი "ლეიკერსის", ენტონი დეივის კი "დალას მავერიქსის" კალათბურთელია

AutoSharing Option
"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" და "დალას მავერიქსმა" გუნდის ლიდერები გაცვალეს, ამის შესახებ ინფორმაციას ESPN ავრცელებს.

წყაროს ცნობით, "დალასმა" მიიღო: ენტონი დეივისი, მაქს კრისტი, 2029 წლის პირველი რაუნდის პიკი "ლეიკერსიდან".

"ლეიკერსმა" მიიღო: ლუკა დონჩიჩი, მაქსი კლებერი, მარკიფ მორისი.

"იუტამ" მიიღო: ჯეილენ ჰუდ-შიფინო, 2025 წლის მეორე რაუნდის პიკი "ლეიკერსიდან", 2025 წლის მეორე რაუნდის პიკი "დალას მავერიქსიდან".

აღნიშნული გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა ლებრონ ჯეიმსისთვის, რომელმაც დეივისის გაცვლის შესახებ "ნიქსთან" დაპირისპირებისას გაიგო.

დეივისი "ლეიკერსის" ღირსებას 2019 წლიდან იცავდა და 2020 წელს ჩემპიონობაც მოიპოვა. დონჩიჩი "ტეხასელთა" რიგებში
2018 წლიდან ირიცხებოდა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ლეიკერსი ყველაზე ვარსკვლავური და გრანდი გუნდია, დონჩიჩს ოდესმე აუცილებლად უნდა ეთამაშა ასეთ გუნდში რომ მისი როგორც მეგა ვარსკვლავის ჩამოყალიბება საბოლოოდ შემდგარიყო და სრულყოფილიყო. მაგრამ ასე მოულოდნელად არა და არაფერი ამართლებს მაგ გუნდების საქციელს. თან ლებრონა ხვდება რომელიც ლიდერობას არავის დაუთმობს, ნუ ცოტა ხანი გაუძლოს ლებრონას სანამ წავა და ლუკას დარჩება მერე მთელი მოედანი. თუ მოაგებინებს მე5 ბეჭედს "მტირალა მეფეს" მთლად უკეთესი)))
Jordan23
21:02 04-02-2025
0
სეზონი უკვე დაწყებულია და რა დროს გაცვლა იყო?"დალას მავერიქსი" დონჩიჩის გარეშე ვერ წარმომიდგენია!!
მარი
18:13 02-02-2025
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული