ზაზა ფაჩულია მეოთხე შვილის მამა გახდა

AutoSharing Option
კალათბურთელი ზაზა ფაჩულია და მისი მეუღლე თიკა ალავიძე მეოთხე შვილის მშობლები გახდნენ.

ფაჩულიას მეუღლემ ამერიკაში იმშობიარა. როგორც AMBEBI.GE-ს ფაჩულიას ოჯახის წევრმა განუცხადა, წყვილს გოგონა შეეძინა და მას ნუცა დაარქვეს.

პატარა ნუცა ფაჩულია 4,100 კგ დაიბადა. ბავშვს სახელი ზაზას ქალიშვილმა მარიამმა დაარქვა. მეუღლის მშობიარობას არ ესწრებოდა საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი. შეგახსენებთ, ფაჩულია ნაკრებთან ერთად ისრაელში "ევრობასკეტი 2017"-ზე იმყოფება, სადაც ნაკრებს ორი მოგება და ორი წაგება აქვს. გუშინ, 5 სექტემბერს საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები B ჯგუფის მასპინძელ ისრაელს შეხვდა და დაძაბულ თამაშში ანგარიშით
104:91 დაამარცხა.

ფაჩულია-ალავიძის წყვილს 4 შვილი - დათა, საბა, მარიამი და ნუცა ჰყავს.

მომზადებულია ambebi.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 4 /
სასიხარულო ამბავია!!! გილოცავთ, უფალმა დაიფაროს და ნამდვილი ქრისტიანი ქართველი გაიზარდოს!!! დღეს მთელმა გუნდმა და განსაკუთრებით ზაზა მამამ უნდა მოინდომოს და ასეთი ლამაზი დღე შესაბამისად გაალამაზოს!!!
დათო
15:08 06-09-2017
0
ვულოცავ ზაზა მეუღლესთან ერთად.
gizog
14:00 07-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული