"დინამო" "ხუვენტუტთან" 20 ქულით დამარცხდა

AutoSharing Option
კი ითქვა, რომ თბილისის "დინამო" არ აპირებდა მარცხთან შეგუებას და საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის (BCL) საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში შეეცდებოდა ბადალონაში "ხუვენტუტთან" ვითარების სასიკეთოდ შეცვლას, თუმცა ნათელი გახლდათ, რომ ამის გაკეთება ძალიან, ძალიან გაუჭირდებოდა. ასეც მოხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და პირველი პერიოდი 23:16 მოიგეს, თუმცა მეორე პერიოდი "დინამომ" 20:10 მოიგო და შესვენებაზე ტაბლოზე 33:36 ენთო. მერე და მერე კი "ხუვენტუტმა" იძალა, მესამე მეოთხედი 23:16, ხოლო მეოთხე გამანადგურებელი ანგარიშით 30:14 მოიგო და საბოლოოდ 86:66 გაიმარჯვა.

ამჯერად მხოლოდ 10 წუთი ითამაშა პირველ
შეხვედრაში თავგამოჩენილმა ნიკოლოზ ცქიტიშვილმა და თავის გუნდს ოდენ 2 ქულით შეეწია. სამაგიეროდ კარგად გაისარჯა ილია ლონდარიძე, რომელმაც 14:29 წუთში 17 ქულა შესძინა თავის გუნდს.

ასე და ამრიგად, ორი შეხვედრის ჯამში ესპანელებმა 32 ქულით დაგჯაბნეს.

"სამწუხაროდ განმეორებით შეხვედრაშიც დავმარცხდით ანგარიშით 66:86. მეოთხე პერიოდში თავი იჩინა გამოუცდელობამ, რაც აისახა თამაშის შედეგზე. ეს პირველი გასვლა იყო ევროპულ სარბიელზე და ძალიან მკაცრად ნუ განგვსჯით",- ასეთი წერილი გაავრცელა "დინამომ" თავის ფეისბუქის გვერდზე.

"დინამო" ახლა ასპარეზობას რანგით დაბალ, ფიბას თასზე გააგრძელებს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
უცებ არაფერი კეთდება, ახლა მთავარია კარგად მოემზადონ ფიბას თასზე სათამაშოდ. იმედი ვიქონიოთ იქაც ასეთი გადაულახავი ზღუდე არ შეხვდებათ და ორი თამაში, თუ კიდევ ითამაშეს ბიჭებმა ერთად უკვე სხვა გუნდი გახდება. გული არ გაიტეხოთ ბიჭებო. Forca დინამო, Forca!!!
gizog
09:46 22-09-2017
2
ნიკა კი არა ნახევარი NBA,რომ დავიმატოთ ამ ჩამპალ ქვეყანაში და სტრუქტურაში ვერავინ გვიშველის.
15
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული