დუდუ დადიანის მემორიალზე გუნდები ნახევარფინალში დაწყვილდნენ

AutoSharing Option
დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური ეტაპი გუშინ დასრულდა, დღეს, 4 ოქტომბერს კი კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც პლეი-ოფში გასული გუნდები ნახევარფინალში დააწყვილა.

გუნდების წარმომადგენლები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში შეიკრიბნენ და კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: "რუსთავი"-"ოლიმპი" და "ქუთაისი"-"დინამო".

კენჭისყრამ განსაზღვრა ასევე მატჩების დროებიც: 5 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "რუსთავი"-"ოლიმპი" 17:00 საათზე გაიმართება, ხოლო "ქუთაისი"-"დინამო" - 19:00 სთ-ზე.

შეიცვალა 6 ოქტომბერს დაგეგმილი ფინალური მატჩის დრო. წინასწარ გამოცხადებული 19:00-ის ნაცვლად, დუდუ დადიანის მემორიალის ფინალური მატჩი 17:00 საათზე გაიმართება.

წყარო: superleague.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ თამაშების ლაივი სადმე შეიძლება ვნახოთ?
ლადო
17:17 05-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული