გუნდების წარმომადგენლები კალათბურთის ეროვნული ფედერაციის ოფისში შეიკრიბნენ და კენჭისყრაში მიიღეს მონაწილეობა. შედეგად, გუნდები შემდეგნაირად დაწყვილდნენ: "რუსთავი"-"ოლიმპი" და "ქუთაისი"-"დინამო".
კენჭისყრამ განსაზღვრა ასევე მატჩების დროებიც: 5 ოქტომბერს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში "რუსთავი"-"ოლიმპი" 17:00 საათზე გაიმართება, ხოლო "ქუთაისი"-"დინამო" - 19:00 სთ-ზე.
შეიცვალა 6 ოქტომბერს დაგეგმილი ფინალური მატჩის დრო. წინასწარ გამოცხადებული 19:00-ის ნაცვლად, დუდუ დადიანის მემორიალის ფინალური მატჩი 17:00 საათზე გაიმართება.
წყარო: superleague.ge