ახალი საკალათბურთო სეზონის სუპერთასი 12 ოქტომბერს გათამაშდება. ლეგენდარული ქართველი კალათბურთელის, ოთარ ქორქიას სახელობის სუპერთასს გასული სეზონის ჩემპიონი "დინამო თბილისი" და საქართველოს თასის მფლობელი "ქუთაისი 2010" გაითამაშებენ.
სუპერთასის სეზონის დასაწყისში გადმოტანა შარშან დამკვიდრდა. მანამდე აღნიშნული ტიტული სეზონის ბოლოს - ჩემპიონსა და თასის მფლობელს შორის თამაშდებოდა. "დინამომ" და "ქუთაისმა" წინა სეზონის ყველა ტიტული ერთმანეთში გაინაწილეს და დარჩა 1 - სუპერთასი, რომლის მფლობელიც ამ გუნდების დაპირისპირებაში 12 ოქტომბერს გაირკვევა.
სუპერთასის მატჩს 12 ოქტომბერს თბილისის ოლიმპიური სასახლე უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.
წყარო: superleague.ge
17:25 09-10-2017
სუპერთასის მატჩი 12 ოქტომბერს გაიმართება
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული