დიდი ხანი არ არის, რაც ნეშკოვიჩმა სამსაჯო კარიერა დაასრულა და გახდა ინსტრუქტორი. ის მუშაობს როგორც ახალგაზრდა, ისე გამოცდილ მსაჯებთან, რომელთა საქმიანობის შემფასებელიცაა და მათ კვალიფიკაციის ამაღლებაშიც დიდად ეხმარება.
დრაგან ნეშკოვიჩთან საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ კონტრაქტი გააფორმა, რომლის საფუძველზეც სერბი სპეციალისტი ფედერაციაში „ეროვნულ ინსტრუქტორად“ იმუშავებს. ნეშკოვიჩი დაესწრო დუდუ დადიანის მემორიალის მატჩებს, სუპერთასს და სუპერლიგის პირველ ტურს.
უახლოეს მომავალში შეიქმნება პოტენციური მსაჯების ჯგუფი, რომელთანაც იმუშავებს დრაგან ნეშკოვიჩი და მათ სამსაჯო კარიერის წარმატებულად დაწყებაში დაეხმარება.
წყარო: superleague.ge