ირაკლი ხოშტარია: ამ დონის გუნდებთან მოსაგებად მზად არ ვართ

AutoSharing Option
25 ოქტომბერს, თბილისის "დინამომ“ ფიბა-ევროპის თასის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში რუმინეთის კლუჟის "ნაპოკას“ ოლიმპიურ სასახლეში უმასპინძლა და 73:87 დამარცხდა.

მატჩის დასრულების შემდეგ კლუბების მთავარმა მწვრთნელებმა კომენტარი გააკეთეს.

ირაკლი ხოშტარია ("დინამოს" მთავარი მწვრთნელი): "სამწუხაროდ, ამ დონის გუნდებთან მოსაგებად ჯერ მზად არ ვართ. ამასთან, ყველაფრის მიუხედავად, ნებისმიერ მეტოქესთან ვიბრძოლებთ. ასეთ დონეზე გამოსვლა სასიკეთოდ წაადგება ჩვენს სუპერლიგას და მთლიანად ჩვენს კალათბურთს".

მიხაი სილვასანი ("კლუჟ ნაპოკას" მთავარი მწვრთნელი): "კარგად დავიწყეთ და მთელი შეხვედრის მსვლელობისას საბოლოო წარმატებაში ეჭვი წამითაც არ შემპარვია. მეორე ტაიმში ძალა დავზოგეთ,
რადგან სამ დღეში საშინაო ჩემპიონატში მნიშვნელოვანი მატჩი გველის".

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
და რა დონის გუნდებთან ხართ მზად მოსაგებად?
ძალიან დაბალი დონე გამოჩნდა მწვრთნელის და მოთამაშეებისაც
done
13:05 26-10-2017
0
თუ ამას ბრძოლა ჰქვია,მაშინ ვაი ჩვენს თავს.დაწყებიდან 4 წუთში თამაში უკვე წაგებული იყო,ამ თამაშმა კარგად გვაჩვენა, რატომ ათამაშებდა ზუროსი ტრავმირებულ ცინცაძეს და უვარჯიშებელ ფაჩულიას.იმიტომ, რომ მათ უკან უფსკრულია,ბითაძეც ხომ ტრავმირებული იყო.
სოსო
12:50 26-10-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული