თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოსპრიზიორი "აკადემია" გახდა

AutoSharing Option
თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი საკალათბურთო აკადემიის გუნდი გახდა. ნიკა ცინცაძის გაწვრთნილმა აკადემიელებმა მესამე ადგილისთვის მატჩში "ჰიუნდაის“ 75:54 სძლიეს და დედაქალაქის ბრინჯაოსპრიზიორები გახდნენ.

მატჩი თანაბარ ბრძოლაში დაიწყო და პირველი პერიოდის შემდეგ ფრე დაფიქსირდა - 19:19. აკადემიელებმა უპირატესობა მეორე ათწუთეულში მოიპოვეს, რაც მათი ლიდერის, ოთარ ჩხეიძის შედეგიანი თამაშის დიდი დამსახურება გახლდათ. მეოთხედი "აკადემიის“ 15-ქულიანი უპირატესობით - 25:10 დასრულდა.

მოპოვებული უპირატესობა "აკადემიამ“ მეორე ნახევარში წარმატებით შეინარჩუნა და გამარჯვებამდეც მივიდა. ბრინჯაოსმედალოსნებს 29 ქულითა და 12 მოხსნით ოთარ ჩხეიძემ ულიდერა. 11 ქულით დაასრულა
ნიკა ნუცუბიძემ. "ჰიუნდაის“ 1 გამოკვეთილი ლიდერი ჰყავდა - ლაშა კიკონიშვილი, რომელმაც 25 ქულას უწია.

მატჩის შემდეგ პრიზიორები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა - ვლადიმერ ძიძიგურმა და მამუკა ლომიძემ დააჯილდოეს, რომლებმაც "აკადემიის“ წევრებს მედლები და სიგელები გადასცეს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული