"დინამო თბილისი" დედაქალაქის 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია

AutoSharing Option
16-წლამდელთა ჩემპიონატით დასრულდა თბილისის ასაკობრივი ჩემპიონატების სერია, რომელიც 14 და 18-წლამდელთა პირველობების შემდეგ დედაქალაქის კალათბურთის განვითარების კავშირმა საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა.

16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა საკალათბურთო კლუბი "დინამო", რომელმაც ფინალურ მატჩში "ზაზა 1"-ს 100:59 სძლია.

ორივე გუნდმა დამაჯერებლად და წაუგებლად განვლო გზა ფინალამდე, თუმცა საჩემპიონო მატჩში ზაზას აკადემიის წევრებმა ვერ გამოავლინეს საკუთარი შესაძლებლობები, რაც, რა თქმა უნდა, დინამოელთა გააზრებული თამაშის დამსახურება გახლდათ. მამუკა ტურაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ყველა კომპონენტში იძალა, საბოლოოდ დიდსხვაობიანი ანგარიშით იმარჯვა და ჩემპიონი გახდა.

დინამოელებს
ულიდერა გიორგი ბიგანაშვილმა, რომელაც გადამწყვეტ მატჩში 37 ქულა მიითვალა და დამსახურებულად გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. სპეციალური პრიზი ბიგანაშვილმა მატჩის შემდეგ გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე, თბილისის კალათურთის განვითარების კავშირის გამგეობის წევრისგან - ლევან წულაიასგან ჩაიბარა.

ტურნირზე დაწესებული იყო მაყურებელთა სიმპათიის პრიზი, რომელიც "ზაზას" გუნდის წევრმა - ილია ხუციშვილმა ირგუნა. პრიზიორი თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა - ზაზა ღონღაძემ დააჯილდოვა.

პრიზიორ გუნდებს შესაბამისი მედლები და სიგელები თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის წევრებმა დავით გოცორიძემ, ზაზა ღონღაძემ და ლევან წულაიამ გადასცეს. საჩემპიონო თასით ჩემპიონები ტრადიციულად თბილისის კალათბურთის განვითარების კავშირის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა დააჯილდოვა.

აღნიშნული ფინალის შემდეგ ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგის მატჩი გაიმართა, რომელშიც "დინამო" "მგზავრებს" ხვდებოდა. მოედანზე გასახურებლად გამოსულმა სუპერლიგის მოქმედმა ჩემპიონებმა ახალგაზრდა დინამოელებთან საერთო ფოტო გადაიღეს, რითაც დიდად გაახარეს თბილისის 16-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულები.

თბილისის ჩემპიონატი პარალელურად საქართველოს პირველობის შესარჩვი ტურნირის სტატუსს ატარებდა. დედაქალაქის საუკეთესო 10-მა გუნდმა ქვეყნის პირველობაზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა და ესენი არიან: დინამო, ზაზა 1, აკადემია 1, ჰიუნდაი, ორბი, მართვე, ოვერტაიმი 1, ზაზა 2, ზაზა 3 და აქსე-ვინგზი.

თბილისის U16 ჩემპიონატი. ფინალი. 10 ნოემბერი. ოლიმპიური სასახლე
დინამო 100:59 ზაზა 1

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიგან მაგარი ბიჭი ხარ.გილოცავ
ზუკა
21:33 11-11-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული