ზაზა ფაჩულია: აქამდე ვერ ვხედავდი, რომ ფედერაცია ამ გზით მუშაობდეს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა და "გოლდენ სტეიტის" ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ "პირველ არხთან" საუბარში საქართველოს კალათბურთში არსებულ მდგომარეობასა და ფედერაციის მომავალ პრეზიდენტზე ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, ვინ იქნება ფედერაციის პრეზიდენტი მომდევნო 4 წლის განმავლობაში. 4 წელი არ არის ცოტა დრო. ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ წაიყვან ამ ყველაფერს, რადგან ძალიან კრიტიკულ მომენტშია ქართული კალათბურთი. ეროვნულ ნაკრებს რომ თავი დავანებოთ, მე, სამწუხაროდ, ვერ ვხედავ ვერაფერს ისეთ კარგს, სახარბიელოს, რომ სწორ გზაზე მივდივართ.

მე პირადად ჩემი აკადემია მაქვს საქართველოში - ზაზა ფაჩულიას საკალათბურთო აკადემია. ჩვენ ვიღებთ
მონაწილეობას ყველა ასაკში. ამასთან ერთად, რამდენიმე გუნდით გამოვდივართ. აქედან გამომდინარე, გამოცდილებით გეტყვით, რომ ძალიან ცუდი სიტუაციაა ქართულ კალათბურთში.

ძალიან დიდი საქმეა გასაკეთებელი და ამიტომ საჭიროა სწორი მენეჯერი, რომელსაც აქვს სწორი ხედვები, რომელიც არის ენერგიული, განათლებული და რომელსაც აქვს კონკრეტული გეგმები.

ამის გარეშე შეიძლება ერთი ან ორი მოთამაშე გაიზარდოს და გაუმართლოს სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, ადრეულ ასაკშივე გავიდეს ქვეყნიდან და დაიწყოს მოღვაწეობა ევროპაში ან ამერიკაში, მაგრამ მასობრიობა არ იქნება. მე აქამდე ვერ ვხედავდი, რომ ფედერაცია ამ გზით მუშაობდეს... სამწუხაროდ", - აღნიშნა ფაჩულიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები 11 დეკემბერს გაიმართება. ამ დროისთვის სამი კანდიდატია: შიო ხეცურიანი, პაატა გურასპაული და კახა შენგელია.
მკითხველის კომენტარები / 14 /
კერენსკივით ქალის საფარს ამოფარება რომ გიყვარს და რატომაც მაგი რამდენიმე წელია კარგად ვიცით.
"სპორტზე დავპოსტოთ?.."
ეს უკვე შენი ტრაფარეტული ფრაზებია ქსნის ზონელო.
თან, აქაური მსქროლავი რუსეთუმე საღამოს პადელნიკი რავა გყავს? :))))))))))))))

მსქროლავო ნათიავ
10:09 01-12-2017
0
მახოსნაირებს გინდა წინ მოუსაქმეთ გინდაც უკან.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული