ბაბიაშვილი შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის გამგეობის წევრებთან ერთად გამოეხმაურა ამ ცენტრის ირგვლივ ბოლო ხანს განვითარებულ მოვლენებს და ცალკეულ საკითხებზე დეტალური კომენტარი გააკეთა.
დაპირისპირება 20 ნოემბერს დაიწყო, როდესაც შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის გამგეობის 8-დან 6-მა წევრმა პრეზიდენტად ზვიად ბაბიაშვილი აირჩია. გამგეობის ორი წევრი არ დასწრებია არჩევნებს და მაშინვე აცხადებ
"მინდა თანმიმდევრულად მოგახსენოთ, თუ როგორ განვითარდა პროცესები. 31 ოქტომბერს შეიკრიბა შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის გამგეობა, რომელსაც დაესწრო 6-დან 4 წევრი და მიიღო გადაწყვეტილება გამგეობაში 2 წევრის (მათ შორის ჩემი) დამატებასთან დაკავშირებით. გამგეობამ იმავე დღეს გაუგზავნა შეტყობინება ყველა დელეგატს, რომლებსაც მონაწილეობა უნდა მიეღოთ შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის საპრეზიდენტო არჩევნებზე და აცნობა როდის ჩატარდებოდა ეს არჩევნები.
20 ნოემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებზე გამგეობის ამჯერად უკვე 8-დან 6 წევრმა ხმა პრეზიდენტად ასარჩევად სწორედ ჩემს კანდიდატურას დაუჭირა. გავრცელდა დეზინფორმაცია, თითქოს საპრეზიდენტო არჩევნებზე ძალდატანებით მივაცემინე ხმა გამგეობის წევრებს და ჩემი გაპრეზიდენტება იყო არალეგიტიმური.
ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, რომ მეთხოვა იმ ადამიანებისთვის, ვინც მაშინ ხმა მომცა რათა დღეს კიდევ ერთხელ საჯაროდაც დააფიქსირონ თავისი პოზიცია. ამასთან, კიდევ ერთხელ დავამატებ, რომ როგორც გამგეობის სხდომა, ისე არჩევნები ჩატარებული იყო ფედერაციის მიერ დაწერილი ყველა წესებით და კანონის შესაბამისად" - თქვა ზვიად ბაბიაშვილმა.
ბრიფინგზე გამგეობის წევრებმა ბესო გაჩეჩილაძემ (ვიცე-პრეზიდენტი), მარინე გოჩაშვილმა (ვიცე – პრეზიდენტი), ზურა კარტოზიამ და მარია ხაჩიშვილმა მედიასთანაც დააფიქსირეს, რომ საპრეზიდენტოდ მხარი ნამდვილად დაუჭირეს ზვიად ბაბიაშვილს და საუბარი ნებისმიერი სახის ზეწოლაზე საფუძველს მოკლებულია. ისიც დასძინეს, რომ მათ მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება რეგიონში კალათბურთის განვითარებისთვის უმჯობესია.
ცოტა ხნის წინ შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის ყოფილმა პრეზიდენტმა იოსებ ხაჩიურმა გამგეობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება სასამართლოში გასაჩივრა. სასამართლომ კი როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, გუშინ ბაბიაშვილს უფლებამოსილება შეუჩერა.
იურისტმა ლაშა მდივანმა, რომელიც ბრიფინგზე ახლდა ზვიად ბაბიაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილების თაობაზე განმარტა: "ცალსახად რამის მტკიცება ცხადია შეუძლებელია, თუმცა ეს იყო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, როდესაც საქმე მოწინააღმდეგის დასწრების გარეშე განიხილება და სასამართლომ მხოლოდ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას 1 დღის განმავლობაში გამარტივებული პროცედურით.
ამ გადაწყვეტილების შედეგად ზვიად ბაბიაშვილს, როგორც ცენტრის პრეზიდენტს კი შეუჩერდა დროებით უფლებამოსილება, მაგრამ მოსარჩელე მხარის მოთხოვნა, რომ იმავდროულად იოსებ ხაჩიურს აღდგენოდა უფლებამოსილება სასამართლოს ასევე არ დაუკმაყოფილებია. უნდა აღვნიშნოთ, რომ მოსარჩელე მხარის მთავარი მიზანი იყო ზვიად ბაბიაშვილს არ მიეღო მონაწილეობა 11 დეკემბერს დაგეგმილ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის არჩევნებზე, როგორც ხმის მიმცემს შიდა ქართლიდან.
ამასთან დაკავშიებით გეტყვით, იმასაც, თუ როგორ მოხდება შიდა ქართლიდან წარმომადგენლობის განხორციელება საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩენებზე. საქმე ისაა, რომ ფედერაციის მოთხოვნით 6 დეკემბრამდე უნდა ყოფილიყო დელეგატის წარდგენა საპრეზიდენტო არჩევნებზე, ამ ვადაში შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრმა დაასახელა (შესაბამისი წერილი ჩაბარებული აქვს ფედერაციას) თავისი დელეგატი ზვიად ბაბიაშვილი.
შესაბამისად, გარემოება, რომ მას როგორც პრეზიდენტს შეჩერებული აქვს უფლებამოსილება, არ უკრძალავს უფლებას როგორც დელეგატს ხმა მისცეს 11 დეკემბერს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებზე"
ბრიფინგზე ხაზგასმით ისაუბრეს აგრეთვე ცოტა ხნის წინ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მიხეილ გაბრიჩიძის და შიდა ქართლის კალათბურთის განვითარების ცენტრის ყოფილი პრეზიდენტის იოსებ ხაჩიურის მიერ ხელმოწერილი მემორანდუმზე, რომლიც მიხედვითაც საქართველოს ფედერაცია შიდა ქართლის ორგანიზაციისთვის ყოველწლიურად 20 ათასი ლარის გადარიცხვას კისრულობს.
ბაბიაშვილმა და გამგეობის სხვა წევრებმა აღნიშნეს, რომ პრეზიდენტს ოთხი წლის მმართველობის პერიოდში შიდა ქართლისთვის არცერთხელ არანაირი თანხა ჩაურიცხავს და მაინც და მაინც 11 დეკემბრის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე ამისი პირობის გაცემა ლეგიტიმურ კითხვებს ბადებს. მათი მოსაზრებით ეს პირდაპირ უკავშირდება სწორედ მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს კალათბურთის ფედერაციაში.
ცნობილია, რომ ზვიად ბაბიაშვილი საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატის შიო ხეცურიანის მხარდამჭერთა შორისაა და მან ბოლოს ბრიფინგზეც აღნიშნა, რომ ხეცურიანის პროგრამას და ხედვას შეუძლია სასიკეთო გავლენა მოახდინოს ქართული კალათბურთის განვითარებაზე.