შიო ხეცურიანმა ერთი საათით ადრე უარი განაცხადა არჩევნებში მონაწილეობაზე, მან აღნიშნა, რომ მათ ვერ მოახერხეს უსამართლობის დამარცხება და მან ამ მომენტამდე არ იცოდა დელაგატების რაოდენობა, ხოლო საბოლოოდ გუნდთან ერთად გადაწყვიტა, უარი ეთქვა არჩევნებში მონაწილეობაზე.
ხეცურიანის განცხადებით, მისი გადაწყვეტილება ყველა კალათბურთელისთვის ცნობილია და ის წარმატებას უსურვებს მომავალ კალათბურთის ფედერაციას.
შიო ხეცურიანმა კითხვაზე, იყო თუ არა ზეწოლა, პასუხს თავი აარიდა.
"მინდა მადლობა გადავუხადო ჩემ
არაერთხელ ვისაუბრეთ ამ უსამართლობის შესახებ, ფედერაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებებზე, გამგეობის ქმედებებზე. ეს უსამართლობა დღემდე გრძელდება. დღესაც არ ვიცით დელეგატების სია, თუ ვინ იქნება არჩევნების დროს.
ჩვენი გუნდი მთელი მონდომებით ვცდილობდით პროგრესისკენ წავსულიყავით, გვინდოდა, რომ პროგრესისკენ წასულიყო საკალათბურთო სამყარო.
სამწუხაროდ, ვერ მოვახერხეთ დამარცხება პირადი ინტერესების. ვიღაცების პირადი ინტერესები უფრო მაღლა დადგა, ვიდრე კალათბურთის განვითარების ინტერესები. შესაბამისად, მე ჩემ გუნდთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, არ მივიღო ამ არჩევნებში მონაწილეობა და კანდიდატურას ვხსნი ამ არჩევნებიდან", - განაცხადა ხეცურიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები დღეს "ქორთიარდ მარიოტში", 13:00 საათზე გაიმართება.