დაკავებულ მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალს დღეს წაუყენებენ

AutoSharing Option
დაკავებულ კალათბურთის მწვრთნელებსა და მსაჯებს ბრალს დღეს, 12:00 საათზე წაუყენებენ, - ამის შესახებ ტელეკომპანია ”პალიტრანიუსის” ეთერში დაკავებული მსაჯების, ირაკლი და დავით ბერიშვილების ადვოკატმა იასონ ბესელიამ განუცხადა. მისი თქმით, სავარაუდოდ ამ დროისთვის გადასცემენ დაცვის მხარეს საქმის მასალებსაც.

”12:00 საათისთვის იგეგმება საქმის მასალების გადმოცემა, რადგან ბრალის წარდგენა დაახლოებით ამ დროისთვის არის დაგეგმილი. გამოკითხვის ოქმი შედგა დღეს. ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები აცხადებენ, რომ აქვთ სურვილი ისაუბრონ სიმართლეზე და აღიარეს გარკვეული ქმედებები. ეს ქმედებები რამდენად არის დაკავშირებული სხვა ადამიანის მიმართ ბრალდებასთან, ამაზე ვერ განვავრცობ
ჩემს მოსაზრებას. ქმედებები დაკავშირებულია კონკრეტული ანგარიშის მიღებასთან. ეს ძალიან სპეციფიკური თემაა”, - განაცხადა ბესელიამ.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ვაჟა კვარაცხელია და თემურ დათიკაშვილი კალათბურთის საერთაშორისო კატეგორიის მსაჯების- ზაზა მაჩალაძის, ირაკლი და დავით ბერიშვილების დახმარებით, თანხის სანაცვლოდ ახდენდნენ საქართველოს საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სხვადასხვა მატჩებში სასურველი შედეგის დაფიქსირებას. ვაჟა კვარაცხელიამ და თემურ დათიკაშვილმა თითოეულ ე.წ. „ჩაწყობილ“ მატჩზე მოქალაქეს მოსთხოვეს 12000 ლარის გადახდა, საიდანაც 2000 აშშ დოლარის ექვივალენტი თანხა ლარში მსაჯებისთვის იყო განკუთვნილი.

2017 წლის 15 და 16 დეკემბერს გაიმართა საკალათბურთო ჩემპიონატის „სუპერლიგის“ სამი შეხვედრა, რომლებიც დასრულდა წინასწარ შეპირებული ქულათა სხვაობით, რის შემდეგაც თემურ დათიკაშვილი, ვაჟა კვარაცხელია, ზაზა მაჩალაძე, დავით ბერიშვილი და ირაკლი ბერიშვილი დაეუფლნენ მოთხოვნილ თანხას, საერთო ჯამში 36000 ლარს.
გამოძიება ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 221-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს“, - ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.

წყარო: ipn.ge
მკითხველის კომენტარები / 2 /
იმ ქვეყანაში სადაც დავით როსტომასვილის ვაჟი ყაჩაღობაზე,ქურდობაზე და არაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარებაზე იყო დაჭერილი და დღეს გარეთაა იმ ქვეყანაში სადაც ქალბატონ ლელა წურწუმიას მეუღლე "მამულიჩა" ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეს დააკავეს და ასევე თანქონდა კიდე არცთუ ცოტა და Dრეს ისიც გარეთაა. ვაჟა კვარაცხელია მათთან სედარებით და მისი დანაშაულით კრისტალია (არ ვხუმრობ) თემურ დათიკაშვილმა კიდე საქართველოში რო ომი განუკითხაობა და Uსუქობა იყო ერტადერთი ნათელი წერტილი და გასართობი ახალგაზრდებისათვის თბილისის "ვითა"ს თამაშებზე სიარული იყო რასაც დათიკაშვილი ინახავდა.. მაჩალაძემ და ტყუპებმა კიდე აზარალეს ვინმე? მტრებს შეეკრენ? რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაცოდეს მტეერს? 2-3 დაუსტვინეს მაქსიმუმ არასწორად და მისთვის უნგრევთ ცხოვრებას???? არააა ამათი საქციელი სწორი მარა მოდი ჯერ ისენი დავიჭიროთ ვინც მარტლა სხვაც აზარალა და გაცილებით მეტი აქვს დაშავებული ხალხისთვის და ქვეყნისთვის და მერე ამ ლიფსიტებზე ვითევზაოთ.... ფედერაცია გამოვიდეს და დაუდგეს გვერდით "მათი საკალათბურთო ოჯახის წევრებს" და არა პირიქით. ჯერ დაიცავით ტქვენი ოჯახის წევრები და მერე გარეთმყოფები მოკვეთეთ კალათბურთიდან ეს იქნება გურასპაულო კაცური საქციელი და მტელო საკალთბურთო ოჯახო....
reji
18:04 24-12-2017
0
აუჰ, ეს რა მომხდარა. ესენი უწესიერესი ხალხი ყოფილა. მხოლოდ დიდი, ან ნაკლები ანგარიშით წაგებაზე რიგდებოდნენ, ანუ, შედეგზე(მოგება, ან წაგება) გავლენას არ ახდენდნენ. თანაც, ჯერ პირველი წრე მიმდინარეობს და ანგარიშს არავიტარი მნიშვნელობა არ აქვს.შესაბამისად, მხოლოდ რომელიღაც აზიურ ტოტალიზატორს აზარალებდნენ. არანაირ სასჯელს არ იმსახურებენ. სუს-ი ვიღაცის, ანუ პრეზიდენტობის მოწინაარმდეგე კანდიდატის შეკვეთით მოქმედებდა, მაგრამ არჩევნებამდე ვერავის შეცდენა ვერ მოახერხეს.
გიო
14:17 23-12-2017
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული