”არ ვარ საშიში პიროვნება. მთელი ცხოვრებაა საქართველოსთვის ვიბრძვი. 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა და მერე გამოვედი იქიდან. 30 ათასი ბავშვი გავზარდე. აქედან 6 გავუშვი ეროვნულ ნაკრებში. კალათბურთი საშინელ დღეშია. ერთი დარბაზის დაქირავება 6 ათასი გვიჯდება, როცა 100 და 150 ლარებს ვიღებთ გასამრჯელოს მწვრთვნელები თუ მსაჯები.
თავის მხრივ თემურ დათიკაშვილმა აღნიშნა, რომ პირი, რომელიც მას ეკონტაქტებოდა, ტერორში ამყოფებდა.
"მე როცა შევხვდი დავითს, ამის შემდეგ მირეკავდა ტელეფონზე გამუდმებით და აღარ ვპასუხობდი. ტერორში ვიყავი ფაქტობრივად. გვეუბნებოდნენ, თუ ასე გიჭირთ, წინასწარ მოგცემთ ფულსო", - აღნიშნა დათიკაშვილმა.
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებული კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე ამ წუთებში მსჯელობს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კალათბურთის მწვრთნელები და მსაჯები ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე დააკავა. საერთო ჯამში, აყვანილია 5 პირი. უფრო კონკრეტულად, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯები -ზაზა მაჩალაძე, ირაკლი ბერიშვილი და დავით ბერიშვილი, ასევე საკალათბურთო კლუბ „სოხუმის" მწვრთნელი ვაჟა კვარაცხელია და ამავე კლუბის თანამფლობელი - თემურ დათიკაშვილი დააკავეს.
ადვოკატის, იასონ ბესელიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები, კალათბურთის დაკავებული მსაჯები ირაკლი და დავით ბერიშვილები წარდგენილ ბრალს აღიარებენ.
წყარო: ipn.ge