დაცვის მხარე საკალათბურთო კლუბ "სოხუმის" მწვრთნელის, ვაჟა კვარაცხელიას, კლუბის თანამფლობელის, თემურ დათიკაშვილისა და მსაჯის, ზაზა მაჩალაძის გირაოს საფუძველზე გათავისუფლებას ითხოვდა. მათ ასევე თავდებში უდგებოდნენ კალათბურთის სამყაროს წარმომადგენლები, მათ შორის, ანატოლი ბოისა, კახა შენგელია და ჯამლეტ ხუხაშვილი. ამასთან, დაცვის მხარემ უდავოდ გახადა ბრალდების მიერ მოპოვებული მტკიცებულებები, გარდა ბრალის დადგენილებისა.
დაცვის მხარის შუამდგომლობას არ დაეთანხმა პროკურორი და
მივიჩნევთ, რომ ეს ადამიანები არ არიან საზოგადოებისთვის საშიში და სურვილი გვქონდა, პატიმრობა შეცვლოდათ, - ამის შესახებ კალათბურთელმა ანატოლი ბოისამ ჟურნალისტებს გარიგებულ მატჩებში ბრალდებული კალათბურთის მწვრთნელებისა და მსაჯების საქმეზე გამართული სასამართლო პროცესის შემდეგ განუცხადა.
ბოისა, კახა შენგელიასთან და დუდა სანაძესთან ერთად მსაჯს, ზაზა მაჩალაძეს თავდებში უდგებოდა, თუმცა მოსამართლემ ბრალდებული არც მათი თავდებობის საფუძველზე არ გაათავისუფლა.
"მე და მთელი საკალათბურთო სამყარო ვგმობთ მათ მიერ ჩადენილ ქმედებას და ფაქტს, თუმცა მივიჩნევთ, რომ ეს ადამიანები საზოგადოებისთვის საშიში არ არიან, არსად არ მიიმალებიან და სურვილი გვქონდა, რომ გარეთ ყოფილიყვნენ. მე პირადად თავდებში ვუდგებოდი ზაზა მაჩალაძეს, რომ არსად მიიმალებოდა და არსად გაიქცეოდა სასამართლოს დასრულებამდე", - განაცხადა ანატოლი ბოისამ.
მომზადებულია ipn.ge-ს მიხედვით