პრეზიდენტად გახდომის შემდეგ პაატა გურასპაულის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა მასმედიის წარმომადგენლებთან პერმანენტული შეხვედრების გამართვა და მიმდინარე საკალათბურთო საკითხებზე საუბარი გახლდათ.
პირველი შეხვედრა 27 მარტს, ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება, სადაც პაატა გურასპაული ჟურნალისტებთან ისაუბრებს.
პრეზიდენტი იმ ღონისძიებებს და აქტივობებს მიმოიხილავს, რომლებსაც ორგანიზება საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ გაუწია.
ამავდროულად, საუბარი იქნება ქართული კალათბურთის საჭირბოროტო საკითხებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება და დამსწრეებს კალათბურთთან დაკავშირებით ნებისმიერი აქტუალური კითხვის დასმის შესაძლებლობა ექნებათ.
შეხვედრა თბილისის ოლიმპიურ სასახლეში (უნივერსიტეტის ქ. 15) 14:00 საათზე დაიწყება.