შეგახსენებთ, რომ ტურნირი სლოვენიის ქალაქ მარიბორში მიმდინარეობს, სადაც ევროპის ჩემპიონატი როგორც ქალ, ისე კაცთა შორის, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში იმართება. საქართელოს ნაკრებმა, რომლის ღირსებასაც იცავენ – ნოდარ ქორქია, პაატა გურასპაული, დავით გიორგობიანი, გია სანაძე, ზაზა ღონღაძე, ლევან წულაია, გულივერ ახალკაცი, ალექსანდრე ფერიაშვილი, ზაზა ცაგარეიშვილი,
ხორვატიასთან მეოთხედფინალური მატჩი ძალიან დაძაბული გამოდგა. ბალკანელებმა პირველი პერიოდი 20:19 მოიგეს, ქართველებმა კი მეორეში იყოჩაღეს და ათწუთეულის 21:17 მოგების შემდეგ დიდ შესვენებაზე 2-ქულიანი ლიდერობით გავიდნენ. მესამე პერიოდში კვლავ ხორვატების ჯერი დადგა, რომლებმაც 23:18 იმარჯვეს და ბოლო მეოთხედის წინ 3 ქულით გალიდერდნენ. საქართველოს ნაკრებმა გადამწყვეტ პერიოდში დიდი ბრძოლისუნარიანობა და კლასი გამოავლინა – 19:9 იმარჯვა და შეხვედრაც სასურველი შედეგით დაასრულა.
საქართელოს ნაკრებში 26 ქულით ბომბარდირი გახდა გულივერ ახალკაცი. კვლავ იჩუბინა ვეტერანმა სნაიპერმა გია სანაძემ, რომელმაც 5 სამქულიანი, მთლიანობაში კი 17 ქულა ჩააგდო. 14 ქულით შედეგიანი იყო დავით გიორგობიანი, ხოლო პაატა გურასპაულმა და ლევან წულაიამ 5-5 ქულა დააგროვეს.
ქართველების მომავალმა მეტოქე სლოვენიის ნაკრებმა ნახევარფინალში მარიბორის გუნდი 93:55 გაანადგურა. მეორე ნახევარფინალში ამ ასაკიანთა მრავალგზის ჩემპიონი იტალია სერბეთს დაუპირისპირდება. ორივე ნახევარფინალი 28 ივნისს, თბილისის დროით 20:45 საათზე – სხვადასხვა დარბაზებში გაიმართება.
მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით