საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ლატვია დაამარცხა

AutoSharing Option
ლატვიაში, საწვრთნელ შეკრებაზე მყოფმა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებმა ბოლო საკონტროლო მატჩი მასპინძლებთან გამართა და დაძაბულ ბრძოლაში – 69:65 იმარჯვა. ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის, ტიჰომირ ბუჯანისა და დიმიტრი ჯაკობოვის გაწვრთნილმა ჩვენმა ნაკრებმა წინა მატჩში დამარცხებითვის ლატვიელებს რევანში აუღო. შეგახსენებთ, რომ ქართველებმა პირველ საკონტროლო შეხვედრაში, 6 ივლისს ესტონელებს სძლიეს, ხოლო მეორე დღეს, დაძაბულ ბრძოლაში, ლატვიასთან 52:58 დამარცხდნენ.

დღევანდელ მატჩში ქართველებმა დამაჯერებლად ითამაშეს და პირველი პერიოდის 14:11 მოგების შემდეგ მეორეშიც იმარჯვეს. დიდ შესვენებაზე საქართველო 7 ქულით იგებდა, ხოლო მესამე პერიოდი ფრედ – 16:!6 დასრულდა. დასკვნით ათწუთეულში
მასპინძლებმა ინიციატივის მოპოვება მოახერხეს, თუმცა 7 ქულით ჩამორჩენილებმა გამარჯვებამდე მისვლა ვერ მოახერხეს. საქართველოს ნაკრებმა კარგი დაცვის ხარჯზე მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება და ბოლო საკონტროლო მატჩი ლატვიის ძლევით დაასრულა.

საქართველოს ნაკრებში 17 ქულითა და 11 მოხსნით საუკეთესო იყო ლადო ფურცხვანიძე. 13 ქულით, 6 მოხსნითა და 3 პასით გამოირჩა ლევან ბაბილოძე, სანდრო მამუკელაშვილის ანგარიშზე კი 11 ქულა და 8 მოხსნა დაგროვდა.

საქართველოს ნაკრები ხვალ ბულგარეთში გაემგზავრება, სადაც 13-22 ივლისს ევროპის ჩემპიონატის B დივიზიონის მატჩები გაიმართება. ჯგუფში ჩვენი მეტოქეები იქნებიან ფინეთი, პოლონეთი, კოსოვო და პორტუგალია. პლეი ოფში ჯგუფის 2 საუკეთესო ნაკრები გავა და გააგრძელებს “ა” დივიზიონში გადასასვლელ სამეულში მოსახვედრად ბრძოლას.

მომზადებულია GBF.GE-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
კოსოვოს ხო არ ვაღიარებთ ?
bokinio
02:08 10-07-2018
0
წარმატებები ჩვენს ახალგაზრდებს !!!
დათო
01:00 10-07-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული